სიახლე ”ჯეოლიმპი” თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში

სწავლის პერიოდის დასრულებამდე ჯეოლიმპს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ჩაეტარებინა დასწრებული ტური, რომელმაც 19 ივნისს მეოთხე რაუნდის პარალელურად ჩაიარა.

ჩვენი მასპინძელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლდათ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებიდან 18-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამ რაუნდში მონაწილეთა რაოდენობის თითქმის ნახევარს უტოლდება.

სრულად წაკითხვა
სიახლე ფინალური რაუნდის თარიღი

ჯეოლიმპის გუნდი ვფიქრობთ ფინალის თარიღზე, რაშიც გვინდა თქვენი – პოტენციური ფინალისტების აზრიც გავითვალისწინოთ.

ფინალის სავარაუდო თარიღებად მიგვაჩნია: 31/07 , 28/08 და 4/09 აგვისტოს თვის დასაწყისი გამოვრიცხეთ ვინაიდან IOI ტარდება.

ველით თქვენს გამოხმაურებებს...

ჩვენს facebook-ის გვერდზე გახსნილია დისკუსიის დაფა ამ ბმულზე

სიახლე Episode IV - ჟიურის დასკვნა

დამთავრდა ციკლ "GeOlymp Series 2010"-ის მეოთხე ეპიზოდი.

მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო 5 ამოცანა პირობებით ქართულ ენაზე. მათ ამოსახსნელად 2 საათი იყო გამოყოფილი.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ირაკლი მერაბიშვილმა (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რითაც მან საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიბრუნა. მეორე ადგილზე სერიის დებიუტანტი ლევან ვარამაშვილი, ხოლო მესამეზე - აკაკი მამაგეიშვილი გავიდა. ორივე მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ინტერნეტ-ტურის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დასწრებული ოლიმპიადა, რომელშიც 18 თსუ-ს სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის პირველი ადგილი ლევან ვარამაშვილმა, მეორე გიორგი ნადირაძემ, ხოლო მესამე ნიკა გაბისონიამ დაიკავა.

მეოთხე რაუნდში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 32 მონაწილემ, რომელთაგან 9 იყო სკოლის მოსწავლე, 23 კი სტუდენტი. ამოხსნილი ამოცანების რაოდენობის მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:

ამოხსნილი
ამოცანების
რაოდენობა
ამომხსნელთა
რაოდენობა
52
45
35
213
14
03

თვითონ ამოცანები მათ ამომხსნელთა რაოდენობის მიხედვით ასე განაწილდა:

ამოცანაამომხსნელთა
რაოდენობა
A28
B26
C11
D8
E2

პროგრამირების ენების გამოყენების სტატისტიკა:

75 სწორი ამოხსნიდან
60C/C++
9Java
4Pascal
2PHP

გარჩევა Episode IV - Analysis

მეოთხე ეპიზოდის გარჩევები pdf ფორმატში. ეს კი upsolving-ის ბმული :)

# ამოცანა ავტორი
A discount ელდარ ბოგდანოვი
B chocolate ანდრეი ლუცენკო
C friends დავით რაჭველიშვილი
D rect ელდარ ბოგდანოვი
E polyline ელდარ ბოგდანოვი
სრულად წაკითხვა
სიახლე მეოთხე ეპიზოდის შესახებ

გუშინ გაიმართა GeOlymp ციკლის IV ეპიზოდი, რომლის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დასწრებული ღონისძიება. ტურის შესახებ ჟიურის დასკვნა და დასწრებული ღონისძიებიდან რეპორტაჟი მოგვიანებით გამოქვეყნდება, ამჟამად კი გაგაცნობთ გამარჯვებულებს.


საერთო ჩათვლაში გამარჯვებულები არიან:

1. ირაკლი მერაბიშვილი (Spb SU)
2. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)
3. აკაკი მამაგეიშვილი (Tbilisi SU)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული დასწრებული ტურის გამარჯვებულები გახლავთ:

1. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)
2. გიორგი ნადირაძე (Tbilisi SU)
3. ნიკა გაბისონია (Tbilisi SU)

მოსწავლეებს შორის პირველი სამი ადგილი დაიკავეს:

1. ნოდარ ამბროლაძე (Sch #41)
2. ცოტნე ტაბიძე (Sch #41)
3. ნიკა ბეგიაშვილი (Sch Komarovi, Mziuri)

სტუდენტებში კი:

1. ირაკლი მერაბიშვილი (Spb SU)
2. ლევან ვარამაშვილი (Tbilisi SU)
3. აკაკი მამაგეიშვილი (Tbilisi SU)

შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სრული შედეგები.

ყველას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც!

სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp Series 2010 - Episode IV იწყება

12 საათზე დაიწყება მეოთხე ეპიზოდი, სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ შემდეგი მისამართი.

შეგიძლიათ გადმოწეროთ ამოცანების არქივი. არქივზე პარილია: AnewHope

შედეგების ლაივში ყურება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე

გისურვებთ ყველას წარმატებას.

სიახლე GeOlymp Series 2010 - Episode IV

2010 წლის 19 ივნისს 12 საათზე ჩატარდება შეჯიბრებათა ციკლის IV ეპიზოდი.

ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 18 ივნისის ღამის 12 საათამდე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI კორპუსში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება თსუ-ს სტუდენტებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. დასწრებული ღონისძიება დილის 10 საათზე დაიწყება. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მისაღებად თსუ-ს სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ XI კორპუსის 405-ე აუდიტორიაში 17 ივნისამდე.

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...